პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ, ტრამპი ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა

15.08.25 19:50
პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ, ტრამპი ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბელარუს კოლეგას ალექსანდრ ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცნობით, მან ლუკაშენკოს 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე, მათ განიხილეს დამატებით 1 300 პატიმრის გათავისუფლება. 

ტრამპმა აღნიშნა, რომ ის მოუთმენლად ელის ლუკაშენკოსთან შეხვედრას.

შესანიშნავი საუბარი მქონდა ბელორუსის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ზარის მიზანი იყო მისთვის მადლობის გადახდა 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის. ასევე, ჩვენ ვსაუბრობთ დამატებით 1300 პატიმრის გათავისუფლებაზე. ჩვენი საუბარი ძალიან კარგი იყო. ჩვენ ბევრი თემა განვიხილეთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ალიასკაში. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან მომავალში შეხვედრას. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!" - წერს ტრამპი. 

მსგავსი სიახლეები