ტრამპი-პუტინის შეხვედრის გასაშუქებლად, ალასკაზე ჩასული რუსი ჟურნალისტები სტადიონზე მოათავსეს

15.08.25 20:05
ტრამპი-პუტინის შეხვედრის გასაშუქებლად, ალასკაზე ჩასული რუსი ჟურნალისტები სტადიონზე მოათავსეს

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ შეხვედრაზე, ალასკაზე ჩასული რუსი ჟურნალისტები და თვითმფრინავების ეკიპაჟი სტადიონზე მოათავსეს, სადაც ადრე COVID საავადმყოფო იყო. ინფორმაციას Телеканал Дождь-ი ავრცელებს. 

РБК-ის ჟურნალისტი ეკატერინა პოსტნიკოვა აცხადებს, რომ მიზეზი სასტუმროს ნომრების ნაკლებობაა.

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ალასკაში, სავარაუდოდ, ანკორიჯის ქალაქში უნდა გამართულიყო, სასტუმროების ფასები მკვეთრად გაიზარდა. ყველა ბილეთი ძალიან სწრაფად გაიყიდა. ამან შეიძლება ახსნას, თუ რატომ მოათავსეს კრემლის ჟურნალისტები სპორტულ ცენტრში," - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები