ტრამპის გზავნილი თვითმფრინავის ბორტიდან: მინდა, მკვლელობები დღესვე შეწყდეს

15.08.25 21:07
ტრამპის გზავნილი თვითმფრინავის ბორტიდან: მინდა, მკვლელობები დღესვე შეწყდეს

"მე მინდა რომ მკვლელობები დღესვე შეწყდეს" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თვითმფრინავის ბორტიდან, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ამ პროცესში ჩართულები იქნებიან. 

"...მე რამდენიმე რამ მსურს, მე მინდა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა. ამასთან ევროპას საერთო არაფერი აქვს. ევროპელები არ მეუბნებიან რა გავაკეთო მაგრამ ისინი ამ პროცესში ჩართულები იქნებიან, ისევე როგორც პრეზიდენტი ზელენსკი. მე მინდა, რომ დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა ვნახო. არ ვიცი, ეს დღესვე მოხდება თუ არა, მაგრამ თუ დღესვე არ მოხდა, მე ბედნიერი არ ვიქნები. ყველა ამბობს, რომ შეუძლებელია, რომ ეს დღესვე მოხდეს, მაგრამ მე მინდა, რომ მკვლელობები შეწყდეს. სწორედ ამიტომ ვარ ჩართული ამ პროცესში..." - განაცხადა ტრამპმა. 

ცნობისთვის, დღეს, ალასკაზე, ტრამპი ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 

მსგავსი სიახლეები