ისტორიული შეხვედრა იწყება - პუტინი ალიასკაშია
ისტორიული შეხვედრა იწყება - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ალასკაზე ჩაფრინდნენ - ორი ქვეყნის წარმომადგენლის თვითმფრინავები ანკორიჯის აეროდრომზე რამდენიმე წუთის წინ დაეშვნენ.
ირკვევა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად სამი-სამზე შეხვედრა ჩატარდება, ანუ პირისპირ საუბრის ნაცვლად, მოლაპარაკებებს უფრო დიდი ჯგუფი დაესწრება.
მოლაპარაკების დროს, ორი ქვეყნის ლიდერთან ერთად იქნებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის სპეციალური დესპანი სტივ უიტკოფი, რაც, ვაშინგტონის შეფასებით, უფრო მკაფიო ანგარიშის მომზადებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის ვერსია ამერიკულისგან განსხვავებული აღმოჩნდება.
გაკეთდება ოფიციალური ჩანაწერებიც.
[ფოტო: Reuters-ი]