ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკებები ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.
წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, შეხევდრა თბილისის დროით, დილამდე გაგრძელდება.
დონალდ ტრამპი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ შეხვედრა "ძალიან სწრაფად" დასრულდრბოდა, თუ დაინახავდა, რომ პუტინი სერიოზულად არ არის განწყობილი.
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. აეროდრომიდან ტრამპი და პუტინი ერთი ავტომობილით გაემგზავრნენ.