რადგან რუსეთს არ სურს უკრაინაში ომის შეჩერება, საჭიროა მეტი ზეწოლა, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციები - ნაუსედა
რადგან რუსეთს არ სურს უკრაინაში ომის შეჩერება, საჭიროა მეტი ზეწოლა, მათ შორის უფრო მკაცრი საერთაშორისო სანქციები - ასე ეხმაურება ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანა ნაუსედა ალასკაში პუტინი/ტრამპს შორის გამართულ შეხვედრას.
როგორც ნაუსედა, სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ლიეტუვა გააგრძელებს პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევის მხარდაჭერას ყველა შესაძლო საშუალებით.
მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად და უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. პრეზიდენტ ტრამპის მიერ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ აშშ-ის განცხადების შემდეგ, ლიეტუვა მზადაა წვლილი შეიტანოს ნების კოალიციის ფარგლებში.
რადგან რუსეთს არ სურს უკრაინაში ომის შეჩერება, საჭიროა მეტი ზეწოლა, მათ შორის უფრო მკაცრი საერთაშორისო სანქციები. სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებამდე უნდა შეწყდეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა!
ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ლიეტუვა გააგრძელებს პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევის მხარდაჭერას ყველა შესაძლო საშუალებით", - წერს გიტანას ნაუსედა.