კაია კალასი - მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია

16.08.25 16:19
კაია კალასი - მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია

მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობით.

„ალასკაზე შეხვედრის წინ ევროკავშირმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა პრეზიდენტ ტრამპთან პოზიციების შესათანხმებლად იმუშავეს. მაგრამ, მკაცრი რეალობა ის არის, რომ რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს. დელეგაციების შეხვედრის მიუხედავადაც კი, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმები დაიწყო.

მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია. ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობით. ევროპის უსაფრთხოება მოლაპარაკებების საგანი არ არის“, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები