სიბიგა: პუტინის სიტყვას ფასი არ აქვს, ახლა მხოლოდ მის ქმედებებს შეუძლია აჩვენოს, ნამდვილად სურს თუ არა ომის დასრულება

16.08.25 17:17
სიბიგა: პუტინის სიტყვას ფასი არ აქვს, ახლა მხოლოდ მის ქმედებებს შეუძლია აჩვენოს, ნამდვილად სურს თუ არა ომის დასრულება

პუტინის სიტყვას ფასი არ აქვს, ახლა მხოლოდ მის ქმედებებს შეუძლია აჩვენოს, ნამდვილად სურს თუ არა ომის დასრულება- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისივე განცხადებით, პუტინმა ომის გაჭიანურების შედეგები უნდა გაიგოს.

„წარსულში მან არაერთხელ მოიტყუა და მის სიტყვას ფასი არ აქვს. ახლა მხოლოდ მის ქმედებებს შეუძლია აჩვენოს, ნამდვილად სურს თუ არა, ტერორისა და ომის დასრულება.

მოსკოვზე ზეწოლა და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერება მშვიდობის პროცესში წინსვლისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. უკრაინა სამშვიდობო ძალისხმევის ერთგული რჩება. ჩვენ ომის დასასრულებლად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და ჩვენი ხალხის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი სიახლეები