რუსეთის რიაზანის ოლქში, სამხედრო ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა - დაშავებულია 130 პირი

16.08.25 18:07
რუსეთის რიაზანის ოლქში, სამხედრო ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა - დაშავებულია 130 პირი

რუსეთის რიაზანის ოლქში, სამხედრო ქარხანაში, რომელიც იარაღსა და საბრძოლო მასალებს აწარმოებს, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა - დაშავებულია 130 პირი.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, 18 აგვისტოს რიაზანის ოლქში გლოვის დღე გამოცხადდა.

15 აგვისტოს დენთის მწარმოებელ ქარხანაში, „ელასტიკში“ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. 

მსგავსი სიახლეები