ნიუ-იორკ თაიმსი: ევროპის ლიდერები ორშაბათს, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე თეთრ სახლში არიან მიწვეულები
ნიუ-იორკ თაიმსი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპის ლიდერები ორშაბათს, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე თეთრ სახლში არიან მიწვეულები.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს არ ახსენა რუსეთზე რაიმე დამატებითი სანქციების ან ეკონომიკური ზეწოლის დაწესება. თუმცა, ევროპელმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი გააგრძელებენ სანქციებს და ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე მანამ, სანამ მკვლელობები არ შეწყდება.
ოფიციალური პირები ასევე მიუთითებნ, რომ სატელეფონო საუბრისას, ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინი დაეთანხმა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები დარეგულირების შემდეგ, მაგრამ არა ნატოს ფარგლებში.
ამერიკელმა ჯარისკაცებმა შეიძლება მიიღონ მონაწილეობა, განუცხადა ბატონმა ტრამპმა ევროპელებს" - წერს ნიუ იორკ თაიმსი.
ოფიციალური პირების თქმით, ვლადიმერ პუტინმა ასევე მოითხოვა გარანტიები, რომ რუსული ენა კვლავ გახდება ოფიციალური ენა უკრაინაში და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების უსაფრთხოება. წყაროსვე ინფორმაციით, პუტინი ჯერჯერობით უარს ამბობს ბატონ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რადგან მას ხელოვნური ქვეყნის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.