The Guardian: „მსურველთა კოალიციის“ ლიდერები ხვალ შეხვედრას გამართავენ
„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები ხვალ, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავენ - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უხელმძღვანელებენ.