Reuters: ზელენსკიმ პუტინის მოთხოვნაზე, დონბასის სრულად დათმობის შესახებ, უარი თქვა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის მოთხოვნაზე, დონბასის სრულად დათმობის შესახებ, უარი თქვა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ზელენსკიმ უარყო ეს მოთხოვნა, იუწყებიან წყაროები," - ნათქვამია გამოცემის მასალაში.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ალასკაზე გამართულ სამიტზე პუტინი დაჟინებით მოითხოვდა, რომ უკრაინამ რუსეთს დაუთმოს მთელი დონბასი. წყაროების ინფორმაციით, ეს მოთხოვნა დონალდ ტრამპმა პირადად გადასცა ზელენსკის, შეთავაზებით, რომ ფრონტის ხაზი შეიძლება გაყინულიყო ასეთ პირობებში.