"თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნოთ ბავშვებს მელოდიური სიცილი"- რა მისწერა მელანია ტრამპმა პუტინს
ცნობილი ხდება მელანია ტრამპის წერილის შინაარსი, რომელიც ვლადიმირ პუტინს ალასკის სამიტის დროს პირადად ტრამპმა გადასცა.
Fox News Digital-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მელანია ტრამპი, წერილში ხაზს უსვამს ბავშვებისა და მომავალი თაობების დაცვას.
ყოველი ბავშვის გულში ერთნაირი, ჩუმი ოცნებებია - სიყვარული, შესაძლებლობები და უსაფრთხოება. როგორც მშობლები, ჩვენ ვალდებულნი ვართ გავუფრთხილდეთ მომავალს. როგორც ლიდერები, პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი შვილების კეთილდღეობაზე, რომელიც სცდება რამდენიმე ადამიანის კომფორტს. ბატონო პუტინ, თქვენ შეგიძლიათ თავად დაუბრუნოთ ბავშვებს მელოდიური სიცილი. მათი უდანაშაულობის დაცვით თქვენ მხოლოდ რუსეთს კი არა, მთელ კაცობრიობას მოემსახურებით. დროა!, — ნათქვამია წერილში.
ცნობილია, რომ პუტინმა წერილი მაშინვე წაიკითხა ამერიკული და რუსული დელეგაციების თანდასწრებით.