"დროული და სასარგებლო ვიზიტი იყო" - პუტინი ალასკის სამიტზე

17.08.25 12:02
"დროული და სასარგებლო ვიზიტი იყო" - პუტინი ალასკის სამიტზე

ვლადიმერ პუტინმა ალასკაში გამართულ სამიტს "დროული და სასარგებლო" უწოდა. ამის შესახებ მან ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რუსი დიქტატორის თქმით, სამიტზე ისაუბრეს "უკრაინის კრიზისის შესაძლო მოგვარებაზე, რომელიც სამართლიანობას ემყარება".

მინდა, აღვნიშნო, რომ ვიზიტი დროული და ძალიან სასარგებლო იყო. ჩვენ განვიხილეთ, პრაქტიკულად, ყველა მიმართულება ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ უკრაინის კრიზისის შესაძლო მოგვარებაზე სამართლიანობის საფუძველზე, - განაცხადა პუტინმა. 

ალასკაზე გამართული სამიტის დროს რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დარეგულირების შესახებ კრემლის წინადადებები წარუდგინა.

საერთაშორისო სააგენტო Reuters აქვეყნებს პუტინის მოთხოვნების სიას უკრაინის მიმართ. წყაროების ცნობით, დიქტატორის პირობები შეეხება ტერიტორიებს, სანქციებსა და რუსულ ენას უკრაინაში.

პუტინის ძირითადი მოთხოვნები:

  • უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან;
  • რუსეთი გაყინავს ფრონტის ხაზს სამხრეთში (ხერსონი, ზაპოროჟიე);
  • მოსკოვი დააბრუნებს მცირე ტერიტორიებს ხარკოვისა და სუმის ოლქებში;
  • უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა მიიღებს „უსაფრთხოების გარანტიებს“ ალიანსის გარეთ;
  • ყირიმი უნდა დარჩეს რუსეთს;
  • რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ნაწილი უნდა მოიხსნას;
  • რუსულ ენასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ოფიციალური სტატუსი უნდა მიენიჭოს.