ანტისამთავრობო დემონტრაციები სერბეთში - სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები იყო

17.08.25 12:31
ანტისამთავრობო დემონტრაციები სერბეთში - სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები იყო

სერბეთში უკვე მეხუთე ღამეა არ წყდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები. BBC-ის ინფორმაციით, გუშინ ღამით მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა.

არეულობის დროს დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ (SNS) ოფისებს. ქალაქ ვალიევოში პოლიციამ ნიღბიანი ჯგუფის წინააღმდეგ გამოიყენა ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი - ისინი მმართველი პარტიის ცარიელ ოფისებს აზიანებდნენ.

დემონსტრანტებმა ასევე ჩაამსხვრიეს მინები „სერბეთის რადიკალური პარტიის“ ოფისში, რომელიც SNS-ის კოალიციური პარტნიორია. ცრემლსადენი გაზი გამოყენებული იყო დედაქალაქ ბელგრადშიც.

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალიევოში პოლიციამ 25 წლის მამაკაცზე იძალადა. თუმცა, სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრალდებებს უარყოფს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩს მხარდაჭერა გამოუცხადა და ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ არ შეგვიძლია უყურადღებოდ დავტოვოთ მოძმე სერბეთში მიმდინარე მოვლენები“.

საპროტესტო გამოსვლები სერბეთში გასული წლის ნოემბრიდან გრძელდება.  ნოვი-სადში განახლებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევამ 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მომიტინგეები მიზეზად კორუფციას ასახელებენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები