კელოგის ქალიშვილი ითხოვს, დაისაჯოს ის, ვინც პუტინისთვის წითელი ხალიჩის გაშლის ბრძანება გასცა

17.08.25 12:39
კელოგის ქალიშვილი ითხოვს, დაისაჯოს ის, ვინც პუტინისთვის წითელი ხალიჩის გაშლის ბრძანება გასცა

„იმ ადამიანს, ვინც სამხედროებს უბრძანა, რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინისთვის წითელი ხალიჩა გაეშალათ, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს". ამის შესახებ  X-ზე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი წერს. იგი მკაცრად გამოეხმაურა ფაქტს, რომ ალასკაზე პუტინს წითელი ხალიჩა სწორედ ამერიკელმა სამხედროებმა გაუშალეს.

მობსის თქმით, ასეთი რამ მიუღებელია:

„ამერიკელი ჯარისკაცები სამხედრო ფორმაში არ უნდა შლიდნენ წითელ ხალიჩას ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგისთვის. წერტილი. ეს იყო საშინელი გადაწყვეტილება, და ვინც ის მიიღო, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.“

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა.