ტრამპი ალასკის სამიტის შემდეგ პუტინის სამშვიდობო გეგმას უერთდება - WP
The Washington Post-ის ცნობით, ალასკის სამიტმა აჩვენა, რომ დონალდ ტრამპი თანდათან იღებს ვლადიმირ პუტინის ხედვას უკრაინის ომის დასრულების შესახებ.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა შეცვალა თავისი პოზიცია და მხარი დაუჭირა სამშვიდობო შეთანხმებას ცეცხლის სრული შეწყვეტის გარეშე, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს, ომი გააგრძელოს სანქციების გარეშე და ზეწოლა მოახდინოს ვოლოდიმირ ზელენსკიზე.
წყაროები ამბობენ, რომ ტრამპმა ზელენსკის წინასწარ განუცხადა - დროებითი ზავის იდეიდან გადადის ყველაზე მასშტაბურ სამშვიდობო შეთანხმებაზე. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პუტინმა ტრამპი დაარწმუნა: სწრაფი და უპირობო ზავი შეუძლებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი სანაცვლოდ ითხოვს დონბასსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს, რის სანაცვლოდაც ჰპირდება ომის დასრულებას. უკრაინაში ამას კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევენ და აფრთხილებენ, რომ დათმობა ახალი თავდასხმების საფუძველი გახდება.
ევროპაში კი შეშფოთებულნი არიან: ტრამპი ცდილობს სწრაფად წარმოაჩინოს თავი „მშვიდობისმყოფელად“, თუმცა ეს სცენარი შესაძლოა გრძელი და რთული კონფლიქტის საფუძველი გახდეს.