ზელენსკი ბრიუსელში ფონ დერ ლაიენს შეხვდა

17.08.25 16:55
ზელენსკი ბრიუსელში ფონ დერ ლაიენს შეხვდა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ევროპულ კომისიაში ჩავიდა, სადაც მას პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეხვდა. ოფიციალური ტრანსლაციის კადრების მიხედვით, ფონ დერ ლაიენმა ზელენსკი მიიღო, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ოფიციალური ფოტოები გადაიღეს.

ზელენსკი და ფონ დერ ლაიენი მოლაპარაკებებს გამართავენ, რის შემდეგაც მედიის წინაშე გამოვლენ.

ამის შემდეგ კი ფონ დერ ლაიენი და ზელენსკი ერთად მიიღებენ მონაწილეობას „გადამწყვეტთა კოალიციის“ ვიდეოკონფერენციაში.

მსგავსი სიახლეები