რუსეთის ბრუტალური შეჭრის შემდეგ უკრაინაში ევროპა გაერთიანდა და ეს ბოლომდე გაგრძელდება - ფონ დერ ლაიენი

17.08.25 17:09
რუსეთის ბრუტალური შეჭრის შემდეგ უკრაინაში ევროპა გაერთიანდა და ეს ბოლომდე გაგრძელდება - ფონ დერ ლაიენი

რუსეთის ბრუტალური შეჭრის შემდეგ უკრაინაში ევროპა გაერთიანდა და ეს ბოლომდე გაგრძელდება, - ამის შესახებ ევროპული კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიცვას მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

ევროპის უსაფრთხოების დაცვა ჩვემი პასუხისმგებლობაა, - აღნიშნა მან.

ძალიან მოხარულო ვარ, რომ სხვა ევროპელ ლიდერებთან და კოლეგებთან ერთად ხვალ თეთრ სახლში ვიქნები. რუსეთის ბრუტალური შეჭრის შემდეგ უკრაინაში ევროპა გაერთიანდა და ეს ბოლომდე გაგრძელდება, ვიდრე მშვიდობა მიღწეული არ იქნება.

საჭიროა რამდენიმე პირობა. პირველი, გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაიცვას მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინელ სამხედრო ძალებს არ უნდა ჰქონდეთ ლიმიტი თანამარომშრომობაზე სხვა მესამე ქვეყნის სამზედრო ძალებთან. ევროპის უსაფრთხოების დაცვა ჩვემი პასუხისმგებლობაა, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ევროპული კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი 18 აგვისტოს ვაშინგტონში გაემგზავრება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპის ლიდერებთან ერთად. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

ამჟამად კი ბრიუსელში ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება, სადაც ის ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.  

მსგავსი სიახლეები