ტრამპი: დიდი პროგრესი გვაქვს რუსეთთან, დარჩით ჩვენთან!
ალასკაში გამართულ შეხედრას აშშ-ს პრეზიდენტი "შესანიშნავს" უწოდებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომში, პრაქტიკულად, ბაიდენს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ეს საერთოდ არ უნდა მომხდარიყო.
დაუჯერებელია, თუ როგორ ამახინჯებს ყალბი მედია სიმართლეს ჩემთან დაკავშირებით. შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ალასკაში ბაიდენის სულელურ ომზე, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, - დაწერა ტრამპმა.
მალევე ტრამპმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:
დიდი პროგრესი გვაქვს რუსეთთან. დარჩით ჩვენთან!