"ზელენსკის ომის დასრულება ახლავე შეუძლია" - ტრამპი ორ პირობას ასახელებს
პრეზიდენტმა აშშ-ს დონალდ ტრამპმა, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, თავის სოციალურ ქსელ TruthSocial-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ზელენსკის შეუძლია ომი რუსეთთან „პრაქტიკულად ახლავე“ დაასრულოს და დაასახელა პირობები.
უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის შეუძლია ომი რუსეთთან პრაქტიკულად ახლავე დაასრულოს, თუ მოუნდება, ან შეიძლება ბრძოლა გააგრძელოს. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი. ვერ დაიბრუნებთ ყირიმს, რომელიც ობამამ გადასცა (12 წლის წინ, ერთი გასროლის გარეშე!), ნატოში უკრაინა ვერ შევა. ზოგი რამ არასდროს იცვლება, – დაწერა მან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრ სახლში „დიდი დღეა“ მოსალოდნელი. „არასოდეს ყოფილა ამდენი ევროპელი ლიდერი ერთდროულად. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობ მათ,“ – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მან შეუტია ზოგიერთ სენატორსა და პოლიტიკოსს, ბრალდებით, რომ ისინი არასწორად აფასებენ მის შეხვედრას ვლადიმირ პუტინთან ალასკაზე და უშლიან ხელს უკრაინაში ომის დასრულებას.
კომენტარისას განცხადებაზე, თითქოს „პუტინმა ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა“, ტრამპმა განაცხადა, რომ სინამდვილეში „არავინ არაფერს იღებს“.
„ძალიან ადრეა, მაგრამ უკვე ახლოს,“ – აღნიშნა მან და დაამატა, რომ პუტინისთვის „ძალიან რთული“ იყო ალასკაზე ჩამოსვლა.
ეს ომი შეიძლება დასრულდეს, ახლავე, მაგრამ სულელები, როგორიც არიან კრის მერფი, ჯონ ბოლტონი და სხვები, ამ საქმეს მნიშვნელოვნად ართულებენ,- დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.