ზეწოლა უნდა განახორციელდეს აგრესორზე და არა მსხვერპლზე - სიკორსკი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკოსკი მიიჩნევს, რომ ზეწოლა უნდა განხორციელდეს აგრესორზე და არა მსხვერპლზე. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
დასრულდა დასავლეთის კოალიციის შეხვედრა, რომელიც გაიმართა ვაშინგტონში ხვალ დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მშვიდობის მისაღწევად ზეწოლა უნდა განახორციელდეს აგრესორზე და არა მსხვერპლზე,- დაწერა სიკოსკიმ.
თეთრი სახლის ხელმძღვანელთან შეხვედრის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გამართა.
პრესკონფერენციის დროს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა აუცილებელია რეალური მოლაპარაკებები და მის ფარგლებში შესაძლებელია მოქმედი ფრონტის ხაზის განხილვაც.