"დიდი დღეა" - ცნობილია ტრამპი-ზელენსკის შევედრის ზუსტი დრო
თეთრი სახლის გამოქვეყნებული გრაფიკით, რომელიც Roll Call-მა გაავრცელა, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით 13:15-ზე დაიწყება და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება. შემდეგ კი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან.
როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, დღეს აშშ-სთვის „დიდი დღეა“.
ამდენი ევროპელი ლიდერი არასდროს გვყოლია ერთდროულად. ჩემთვის დიდი პატივია მათი მასპინძლობა, - წერს ტრამპი.