ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე მზად არის „მისაღებ კომპრომისზე“ ფრონტის ხაზის საკითხში - FT

18.08.25 11:35
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე მზად არის „მისაღებ კომპრომისზე“ ფრონტის ხაზის საკითხში - FT

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიზანია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრაზე დაამყაროს მშვიდობიანი მოგვარების პროცესი ისე, რომ თავიდან აიცილოს მოთხოვნები დონეცკიდან და ლუგანსკიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. ამისათვის უკრაინის პრეზიდენტი მზადაა წავიდეს „მისაღებ კომპრომისებზე“ მოქმედი ფრონტის ხაზის ფარგლებში, - წერს Financial Times უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ორშაბათს ზელენსკის პრეზიდენტობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის: ეს იქნება შანსი დონალდ ტრამპთან ურთიერთობების რესტარტისთვის, რუსეთის მიერ დაწყებული ომის სამართლიანი დასრულებისთვის და აშშ-ის გარანტიების მისაღებად უკრაინის მომავალი უსაფრთხოებისთვის. ასევე, ზელენსკიმ უნდა აიცილოს თავიდან კატასტროფა, როგორიც იყო მისი წინა შეხვედრა თეთრ სახლში.

„უკრაინის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა, რომელიც პრეზიდენტთან ახლოსაა, განაცხადა, რომ ზელენსკის მიზანი შეხვედრაზე იქნება „პროდუქტიული მშვიდობიანი მოგვარების პროცესის დამყარება ისე, რომ უკრაინაზე არ განხორციელდეს ზეწოლა შეუძლებელი ნაბიჯების გადადგმისთვის, მაგალითად, ჯარების გაყვანისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან“. ამისათვის უკრაინის პრეზიდენტი მზად არის წავიდეს „მისაღებ კომპრომისზე“ მოქმედი ფრონტის ხაზის მიხედვით, რაც უკრაინელებისთვის მისაღები იქნებოდა,“ – წერს FT.

მსგავსი სიახლეები