უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოიპოვოს უსაფრთხოების გარანტიები - რუბიო
რუსეთი უნდა შეეგუოს იმას, რომ უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს უფლება უსაფრთხოების ნებისმიერი კავშირის შექმნაზე და შეუძლია ის საკუთარი შეხედულებისამებრ გააფორმოს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გადაცემა This Week-ში, წერს ABC News.
რუბიომ აღნიშნა, რომ კრემლის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არაერთხელ აცხადებდა, თითქოს მას უკრაინის დიდი ნაწილზე აქვს პრეტენზია. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება და ხალხი არ ეთანხმებიან მის სურვილებს.
მეორე, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ის, რომ პრეზიდენტი არაერთხელ ამბობდა: როდესაც საქმე ეხება ტერიტორიასა და ტერიტორიულ პრეტენზიებს, საბოლოოდ ეს არის ის, რაც უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს. ეს მათი ტერიტორიაა. ეს მათი ქვეყანაა. საბოლოო ჯამში, მათ უნდა გადაწყვიტონ, რით იქნებიან მზად იცხოვრონ, - აღნიშნა რუბიომ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებმა ჯერ არ იციან, მზად არიან თუ არა უკრაინელები რუსეთს ტერიტორიის ნაწილი გადასცენ.
თუმცა, რუბიომ დაამატა, რომ უკრაინა არაერთხელ გამოთქვამდა სურვილს, მიეღო უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ქვეყანას მომავალში შესაძლო რუსული თავდასხმისგან დაიცავდა.
მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მოიპოვონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც დაარწმუნებს, რომ ეს აღარასოდეს განმეორდება, რომ მათთან აღარ შეიჭრებიან ორი წელიწად-ნახევრის, სამი, ოთხის შემდეგ ან როდისაც არ უნდა მოხდეს, - განმარტა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი აზრით, უკრაინელები მშვიდობას, ცხოვრების შესაძლებლობასა და საკუთარი ქვეყნის აღდგენას ისახავენ მიზნად.