3 დაღუპული და 20 დაშავებული - ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს
სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 20 დაშავდა 18 აგვისტოს დილით რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე მიტანილი დარტყმების შედეგად. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.
სამი ადამიანი დაიღუპა, ბევრი მძიმედაა დაჭრილი - ამ წუთებში ექიმები მათი სიცოცხლესთვის იბრძვიან - ასეთია მტრის თავდასხმის შედეგი ზაპოროჟიეზე.
მისი თქმით, კიდევ 20 ადამიანი დაშავდა.
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 18 დაზარალებული აფეთქების შედეგად მიღებული ტრავმებითა და ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობებით. მათ შორის არის 17 წლის ბიჭი. დაზარალებულთა ნაწილი ამჟამად საოპერაციოებშია. მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, - აღნიშნა ფედოროვმა.