"თეთრ სახლში ზელენსკისგან მნიშვნელოვან ნაბიჯს ელიან" - აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში
აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ომის დასრულება და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი მიზანია. Fox News-ის ეთერში მან აღნიშნა, რომ თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისგან მნიშვნელოვან ნაბიჯს ელიან.
უიტაკერის თქმით, ომი უნდა დასრულდეს და სამშვიდობო შეთანხმება უნდა გაფორმდეს:
სწორედ ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის ნომერ პირველი მიზანი მთელი ამ დროის განმავლობაში. ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, თუ ზელენსკი და მისი გუნდი თეთრ სახლში ჩამოვლენ წინადადებით ან საპასუხო წინადადებით იმაზე, რაც რუსეთმა ალასკაზე წამოაყენა, ეს გახდება მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯი, - აღნიშნა უიტაკერმა.
მისი თქმით, ტრამპი ცდილობს, მიაღწიოს იმას, რომ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
„და მან ისინი უკვე დასვა ამ მაგიდასთან. ახლა უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ორივე მხარე შეთანხმებამდე მისვლას,“ - თქვა მან.