ზელენსკის, ტრამპის და პუტინის შეხვედრა შესაძლოა უკვე ამ კვირაში გაიმართოს - Sky News
ევროპულმა დიპლომატებმა ამერიკელი კოლეგებისგან მიიღეს თხოვნა, მზად იყვნენ სამმხრივი შეხვედრისთვის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, რომელიც შესაძლოა კვირის ბოლოს გაიმართოს, – წერს Sky News.
როგორც აღნიშნულია, ევროპელი დიპლომატები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ სამიტის ჩატარების ადგილზე. ჟურნალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების დღევანდელი შეხვედრის შედეგებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მომავალ სამიტზე.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები თანხმდებიან, რომ ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა უნდა გაიმართოს ევროპაში, თუ ცვლილებები არ იქნება.
ასეე აღნიშნულია, რომ გასულ შაბათ-კვირას იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ „კოალიცია მოხალისეების“ ვიდეოკონფერენციისას სამიტის მასპინძლობის ადგილად რომი შესთავაზა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი შეხვედრის ჟენევაში ჩატარებას მოითხოვდა.
გარდა ამისა, იტალიის და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროები ამტკიცებენ, რომ მზად არიან ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკებების მიღებისთვის. ამავდროულად, ევროკავშირის დიპლომატები განიხილავენ სხვა ვარიანტებსაც, მათ შორის ბუდაპეშტსა და ჰელსინკის.