თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში სამხედროები განათავსონ - Axios
Axios-ის ინფორმაციით, ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა არ გამორიცხა ამერიკული სამხედროების განთავსება უკრაინაში.
გამოცემის ცნობით, კერძო საუბარში ერთ-ერთმა მრჩეველმა კითხვაზე, შეიძლება თუ არა უსაფრთხოების გარანტიებში შევიდეს ამერიკული სამხედროების განთავსება უკრაინაში, დადებითი პასუხი გასცა.
მეორე მრჩევლის თქმით, ამ საკითხზე ჯერჯერობით გარკვეული არაფერია.