ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს შეხვდა. უკრაინული მედიის ცნობით შეხვედრა ეთრ სახლთან ახლოს მდებარე სასტუმრო "ჰეი-ადამსში" გაიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და დიპლომატიური შესაძლებლობები განიხილეს.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთს მშვიდობის დამყარება უნდა აიძულონ და ეს ძალა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს აქვს.
მადლობას ვუხდი კელოგს შეხვედრისა და ჩვენს გუნდთან ერთობლივი მუშაობისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს ვაშინგტონში უკრაინა და სხვა ევროპული ქვეყნები მიიწვია - ეს ასეთი ფორმატის პირველი შეხვედრაა და ეს ძალიან სერიოზულია.
როდესაც ევროპაში ერთი ქვეყნისთვის მშვიდობაზეა საუბარი, ეს მთელი ევროპისთვის მშვიდობას ნიშნავს. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელოთ მუშაობა ომის დასასრულებლად და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის მთავარი საკითხები.
გუშინ ღამით, რუსეთის თავდასხმები ჩვენს ქალაქებზე გაგრძელდა - დაღუპულთა შორის ორი ბავშვი იყო და ათობით ადამიანი დაიჭრა. ხალხს უბრალოდ ეძინა, როდესაც რუსეთის არმიამ ქალაქებზე დარტყმები დაიწყო.
ჩვენ განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ჩვენი ძლიერი დიპლომატიური შესაძლებლობები - უკრაინის და მთელი ევროპის, ამერიკასთან ერთად. რუსეთის იძულება მშვიდობისკენ მხოლოდ ძალით შეიძლება და პრეზიდენტ ტრამპს ეს ძალა აქვს. ჩვენ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა დამყარდეს. მადლობთ!" - წერს ზელენსკი.