თეთრ სახლში ზელენსკის მისაღებად ემზადებიან

18.08.25 19:37
თეთრ სახლში ზელენსკის მისაღებად ემზადებიან

თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მისაღებად ემზადებიან. 

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში გაიმართება.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში თბილისის დროით 21:00 საათზე მივა.