გადამწყვეტი შეხვედრა ოვალურ კაბინეტში - თეთრ სახლში ზელენსკის ელოდებიან

18.08.25 20:34
გადამწყვეტი შეხვედრა ოვალურ კაბინეტში - თეთრ სახლში ზელენსკის ელოდებიან

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამ წუთებში დიდი სამზადისია. შესაძლოა ამ საღამოს უკრაინის ომის ბედი გადაწყდეს. ყველა ვაშინგტონშია. ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი დაძაბული საუბრისთვის ემზადებიან. პუტინის სამშვიდობო გეგმა, კიდევ უფრო რთულს ხდის ომის დასრულდებას, რადგან ასეთ შემთხვევაში კიევმა ტერიტორიების 20%-ი უნდა დათმოს, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინის სხვა ამბიციური მოთხოვნების შესახებ. ზელენსკი უსამართლო ზავის პირობებს არ ეთანხმება.

ახლა მთავარი ინტრიგაა, უსაფრთხოების როგორ გარანტიებს შესთავაზებს ტრამპი ზელენსკის სამშვიდობო ზავის სანაცვლოდ. ისტორიული შეხვედრის დაწყებამდე, პუტინთან  ტრამპის მთავარი მომლაპარაკებელი ამბობს, რომ რუსეთი თანახმაა, რომ ომში მყოფ ქვეყანას ევროპამ და ამერიკამ გარანტიები შეუქმნას. უკრაინა ითხოვს: ომში მყოფ ქვეყანას NATO-ს მეხუთე მუხლის ამოქმედების მსგავსი მექანიზმი სჭირდება, რომელიც ბოლომდე დააზღვევს პუტინის შესაძლო აგრესიას და უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში NATO-ს წევრი ქვეყნები მოქმედებაზე გადავლენ.

ვაშინგტონში ზელენსკი მარტო არ ჩასულა, მას ზურგს ევროპელი ლიდერები უმაგრებენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერები და NATO-ს გენერალური მდივანიც. გამოცემა Bild-ი წერს, რომ  ბრიტანელი დიპლომატები ზელენსკის ტრამპთან შეხვედრისთვის ამზადებენ, ურჩევენ საჯაროდ შეაქოს აშშ-ის პრეზიდენტი და თავი აარიდოს პროვოკაციებს, რათა ოვალურ კაბინეტში ძველი სკანდალი არ განმეორდეს. ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ მზად არიან, ცეცხლის შეწყვეტისთანავე უკრაინაში სამხედრო ძალები განალაგონ, რათა ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე და თავიდან აიცილონ მისი ახალი შეტევა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები