თეთრ სახლში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან

18.08.25 21:03
თეთრ სახლში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან

 

 

 

 

თეთრ სახლში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე გამოჩნდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი.

არსებული ინფორმაციით, ვაშინგტონში უკრაინის საელჩოში ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე შეხვდნენ. 

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა ცოტა ხანში დაიწყება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან.

მსგავსი სიახლეები