ზელენსკი: გვჭირდება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა... მზად ვართ სამმხრივი შეხვედრისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ რუსეთის და ომის შესაჩერებლად მათ "ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდებათ".
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის მზად არის ტრამპთან და პუტინთან სამმხრივი შეხვედრისთვის.
დღესაც უამრავი თავდასხმა იყო. ბევრი დაშავდა, დაიღუპნენ ბავშვები. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი, უნდა შევაჩეროთ რუსეთი და გვჭირდება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მტკიცე ხალხი ვართ და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის იდეას, რომ ეს ომი დასრულდეს დიპლომატიური გზით. მზად ვართ სამმხრივი შეხვედრისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ. (1tv.ge)