"ამ კოსტუმში ზღაპრულად გამოიყურებით" - ჟურნალისტის ბოდიში ზელენსკის, რომლემაც წინა შეხვედრაზე ის პიჯაკის არჩაცმის გამო გააკრიკრიტიკა

18.08.25 22:52
"ამ კოსტუმში ზღაპრულად გამოიყურებით" - ჟურნალისტის ბოდიში ზელენსკის, რომლემაც წინა შეხვედრაზე ის პიჯაკის არჩაცმის გამო გააკრიკრიტიკა

ოვალურ კაბინეტში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას Real America’s Voice-ის რეპორტიორმა, ბრაიან გლენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაცმულობა შეუქო. 

იმავე რეპორტიორმა, თებერვალში, თეთრს სახლში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტს კითხა, თუ რატომ არ ეცვა პიჯაკი. 

"ამ კოსტუმში ზღაპრულად გამოიყურებით," - თქვა რეპორტიორმა. 

"მეც იგივე ვთქვი" - დაამატა ტრამპმა. 

"შენ იგივე კოსტუმში ხარ. მე გამოვიცვალე, შენ არა" - უპასუხა ზელენსკიმ რეპორტიორს. 

ზელენსკი თეთრ სახლში შავი პერანგით და პიჯაკით მივიდა, რომელიც მანამდე რომის პაპის დაკრძალვაზე, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზთან შეხვედრაზე და NATO-ს სამიტზე ეცვა. მისი ჩაცმულობა შუალედური ვარიანტი იყო სამხედრო ფორმასა და შარვალ-კოსტიუმს შორის.