ტრამპი: ცხადია, ყველა ჩვენგანი დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ამჯობინებდა, ამ მომენტისთვის ეს არ ხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ხანგრძლივ მშვიდობაზე მუშაობის დროს, ის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ამჯობინებდა, თუმცა "ამ მომენტისთვის ეს არ ხდება".
ცხადია, ყველა ჩვენგანი დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ამჯობინებდა, სანამ ხანგრძლივ მშვიდობაზე ვმუშაობთ და შესაძლოა მსგავსი რამ მოხდეს. ამ მომენტისთვის ეს არ ხდება," - განაცხადა ტრამპმა.
ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სურს ზელენსკისთან და პუტინთან სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება სცადოს და თქვა, რომ აქვს განცდა, რომ ისინი "რაღაცას მიაღწევენ".