BBС: ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეხვედრა "კონსტრუქციული" იყო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეხვედრა "კონსტრუქციული" იყო.
ზელენსკის თქმით, მას და ტრამპს "კონსტრუქციული, კონკრეტული" შეხვედრა და "ძალიან კარგი საუბარი" ჰქონდათ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას და რომ უკრაინა ბედნიერი იქნება, "თუ ის [ვლადიმერ პუტინი] ჩამოვა".