მაკრონი: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები ნიშნავს უსაფრთხოებას მთელი ევროპის კონტინენტისთვის
უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები ნიშნავს უსაფრთხოებას მთელი ევროპის კონტინენტისთვის - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგში ოთხმხრივი შეხვედრაა საჭირო.
„სამმხრივი შეხვედრის იდეა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოგვარების ერთადერთი გზაა. ვფიქრობ, შემდეგში ოთხმხრივი შეხვედრაა საჭირო, რადგან, როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. სწორედ ამიტომ ვართ ამ საკითხის ირგვლივ უკრაინასთან ერთად გაერთიანებულები“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.