ფრიდრიხ მერცი: შემდეგ შეხვედრამდე ცეცხლი უნდა შეწყდეს
"ვერ წარმომიდგენია შემდეგი შეხვედრისას ცეცხლი რომ არ იყოს შეწყვეტილი" - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა.
გერმანიის კანცლერის თქმით, საჭიროა რუსეთზე ზეწოლა.
შემდეგი ნაბიჯები უფრო რთული იქნება. თქვენ იპოვეთ გზა გასულ პარასკევს, მაგრამ ახლა დაიწყება უფრო რთული მოლაპარაკებები. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ყოველთვის გვინდოდა გვეხილა ცეცხლის შეწყვეტა. ვერ წარმომიდგენია შემდეგი შეხვედრისას ცეცხლი რომ არ იყოს შეწყვეტილი. ამიტომ ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ. მოდით ვცადოთ რუსეთზე ზეწოლა, იმიტომ რომ რამდენად ენდობიან ჩვენს ძალისხმევებს, დამოკიდებული იქნება მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე," - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. ("ტაბულა")