მარკ რუტე: ტრამპის განცხადება, რომ ის მზადაა უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობა მიიღოს, ნამდვილი გარღვევაა

19.08.25 01:00
მარკ რუტე: ტრამპის განცხადება, რომ ის მზადაა უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობა მიიღოს, ნამდვილი გარღვევაა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, თეთრ სახლში შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინთან "დიალოგის დაწყებით ჩიხის გადალახვის" გამო შეაქო

მისი თქმით, ტრამპის განცხადება, რომ ის მზადაა უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობა მიიღოს, ნამდვილი გარღვევაა და ყველაფერს ცვლის. 

ის ფაქტი, რომ თქვენ განაცხადეთ, რომ "მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო უსაფრთხოების გარანტიებში", დიდი ნაბიჯია, ეს ნამდვილად გარღვევაა და ყველაფერს ცვლის. ამიტომ, ასევე მადლობას გიხდით ამისთვის," - განაცხადა მარკ რუტემ.