Bild: ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა პუტინთან ტელეფონით საუბრისთვის შეწყვიტა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა პუტინთან ტელეფონით საუბრისთვის შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
შეხვედრა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაგრძელდება.
ცნობისთვის, შეხვედრას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, ევროკავშირის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ტრამპთან ტელეფონით ისაუბრებდა.