CNN: თეთრ სახლში ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა

19.08.25 01:21
CNN: თეთრ სახლში ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა

თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით ლიდერები თეთრ სახლში რჩებიან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, შესაძლოა სხვა ფორმატში. 

მანამდე გამოცემა bild-მა დაწერა, რომ შეხვედრა დროებით შეჩერდა, რათა ტრამპს პუტინთან ტელეფონით ესაუბრა, თუმცა გამოცემის ცნობით სატელეფონო საუბრის შემდეგ შეხვედრა უნდა გაგრძელებულიყო.