ტრამპი: დავურეკე პუტინს. დავიწყე პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება

19.08.25 02:34
ტრამპი: დავურეკე პუტინს. დავიწყე პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება დაიწყო. 

ტრამპის თქმით, მან ეს საკითხი, დღეს პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა. 

შეხვედრების დასრულების შემდეგ, მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება, რომელიც ამ დროისთვის დაუზუსტებელ ადგილას გაიმართება... 

ამის შემდეგ გვექნება სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც ორივე პრეზიდენტი და მე ვიქნებით. კიდევ ერთხელ, ეს იყო ძალიან კარგი, ადრეული ნაბიჯი ომისთვის, რომელიც თითქმის ოთხი წელია მიმდინარეობს," - წერს ტრამპი. 

მას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გაიმართება შეხვედრა. 

ტრამპის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა, რომელსაც "სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით".

ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთის/უკრაინის მშვიდობის შესაძლებლობით," - დაწერა ტრამპმა.