მაკრონი: თუ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო პროცესზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გავზარდოთ

19.08.25 09:41
მაკრონი: თუ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო პროცესზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გავზარდოთ

თუ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო პროცესზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გავზარდოთ - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა უახლოეს დღეებში განაახლებენ კონტაქტს, ხოლო ორ-სამ კვირაში ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის მონაწილეობით სამმხრივი სამიტი გაიმართება.

ამასთან, მისი თქმით, ევროპის სამხედრო ძალებმა მომავალში უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

„პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა და თვლის, რომ პრეზიდენტ პუტინსაც სურს სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ თუ საბოლოოდ ამ პროცესს უარყოფს, ჩვენ ასევე მზად ვართ ვთქვათ, რომ სანქციები უნდა გავზარდოთ“, - განუცხადა მაკრონმა.