უშაკოვი: ტრამპმა პუტინს ვაშინგტონის სამიტის დეტალები გააცნო
საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, დაახლოებით, 40-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც მან სამთავრობო მედიებს განუცხადა, ტრამპმა და პუტინმა რუსეთ-უკრაინის პირდაპირ მოლაპარაკებების იდეაზე ისაუბრეს. მისივე განცხადებით, ორივე პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების პირდაპირი შეხვედრების გაგრძელებას.
უშაკოვი ამბობს, რომ პუტინმა საუბარში აღნიშნა ტრამპის ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის რეგულაციის საკითხებში.