ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრაზე ტერიტორიების "პროპორციული გაცვლის“ შესაძლებლობა არ გამორიცხა - WSJ

19.08.25 10:48
ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრაზე ტერიტორიების "პროპორციული გაცვლის“ შესაძლებლობა არ გამორიცხა - WSJ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისას, ტერიტორიული გაცვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის მიერ მომზადებულ აღმოსავლეთ უკრაინის რუკაზე, რომელიც შეხვედრისას განიხილეს ტრამპმა და ზელენსკიმ, ნაჩვენებია, რომ დონეცკის ოლქის 76% - რეგიონის, რომელსაც რუსეთი მოითხოვს და სადაც უკრაინის ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ხაზებია - უკვე მოსკოვის კონტროლქვეშაა.

ევროპელი ლიდერები ცდილობდნენ ტრამპისთვის გასაგებ ენაზე აეხსნათ ტერიტორიული დანაკარგების მნიშვნელობა. მაგალითად, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის მოთხოვნა მთლიანად დონბასის გადაცემაზე შეადარა იმას, თითქოს აშშ-სგან ფლორიდა - ტრამპის მშობლიური შტატი მოეთხოვათ. ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა კი ქალაქები კრამატორსკს და სლავიანსკს „ბასტიონი ჰუნების წინააღმდეგ“ უწოდა, რამაც, ოფიციალური პირების თქმით, ტრამპზე შთაბეჭდილება მოახდინა.

WSJ-ის ცნობით, ზელენსკიმ მოლაპარაკებებისას არ უარყო ტერიტორიული გაცვლის იდეა, თუმცა ხაზი გაუსვა სირთულეებს. მისი თქმით, პრობლემურია მოსახლეობის გადასახლება და უკრაინის კონსტიტუციაში არსებული პირდაპირი აკრძალვა ტერიტორიების დათმობაზე. ამასთან, ზელენსკიმ დაამატა, რომ შესაძლოა განიხილოს „პროპორციული გაცვლა“.

მსგავსი სიახლეები