სტარმერი: თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ ევროპელ ლიდერებს, ზელენსკის და ტრამპს შორის „ერთიანობის რეალური განცდა“ აჩვენა
„დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ წინ წავედით" - გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შედეგებით ძალიან კმაყოფილია.
მისი მტკიცებით, გარღვევა მოხდა უსაფრთხოების გარანტიების საკითხში და რეალური წინსვლაა ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ ევროპელ ლიდერებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის „ერთიანობის რეალური განცდა“ აჩვენა.
„დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ წინ წავედით და საბოლოო ჯამში, ჩემთვის ყოველთვის იყო ტესტი - მივაღწიეთ თუ არა რეალურ პროგრესს. რაც შეეხება უკრაინიას, მის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული“, - აღნიშნა სტარმერმა.
მან ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის ორი ძირითადი შედეგი გამოყო.
პირველ რიგში, ნებაყოფლობის კოალიცია "ახლა აშშ სთან ერთად იმუშავებს" უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებიებზე.
მეორეც, მიღწეულია შეთანხმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის გამართვაზე, რომელსაც ტრამპი დაესწრება.
"ეს არის იმ პრინციპის აღიარება, რომ უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან საკითხებზე, იქნება ეს ტერიტორიები თუ პატიმრების გაცვლა", განაცხადა სტარმერმა.