გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის წინაპირობად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა დათანხმდეს

19.08.25 12:01
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის წინაპირობად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა დათანხმდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის წინაპირობად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა დათანხმდეს. ამის შესახებ მან იაპონიაში, იოკოსუკაში, აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ზელენსკის, ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ ვინმემ უნდა იმოქმედოს და ეს პრეზიდენტი პუტინია.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ზელენსკის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და სხვა ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრის შემდეგ, "ვიღაცამ უნდა იმოქმედოს და ეს პრეზიდენტი პუტინია," - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს მოითხოვს. "ჩვენ და ამერიკელები ამისთვის მზად ვართ. რაც ნათელია, არის ის, რომ იარაღი საბოლოოდ უნდა გაჩუმდეს," - თქვა ვადეფულმა. მან დასძინა, რომ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფამდე საჭიროა პუტინის მზადყოფნა "ჭეშმარიტად არსებითი მოლაპარაკებების წარმართვისა და უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადების შესახებ".

უსაფრთხოების გარანტიები იმდენად ეფექტური უნდა იყოს, რომ უკრაინას შეეძლოს დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ ის უსაფრთხოა და აღარ დაესხმებიან თავს.

ამის შემდეგ, უკრაინას ძალიან კარგად მოუწევს დაფიქრდეს, თუ რა მოლაპარაკებებს ჩაატარებს და რა შედეგზე შეუძლია დათანხმდეს," - განმარტა მან.

იოჰან ვადეფულმა ტრამპის თანხმობას, აშშ-ის მონაწილეობაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, გადამწყვეტი მიღწევა უწოდა. 

მსგავსი სიახლეები