საგამოძიებო: საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე მალულად 36 657 ლარის ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა

19.08.25 12:32
საგამოძიებო: საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე მალულად 36 657 ლარის ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ, თბილისის აეროპორტის  გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 36 657 ლარის საბაჟო ღირებულების 141.89 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები