ზელენსკი: ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე

19.08.25 14:47
ზელენსკი: ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე

"ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა

ზელენსკის ცნობით, დღეს ლიდერების დონეზე კოორდინაცია გაგრძელდება, იქნება განხილვები. მისივე თქმით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც მუდმივ კონტაქტზე არიან. 

გუშინ ვაშინგტონში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასრულებისა და უკრაინისა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინაციას ლიდერების დონეზე. იქნება განხილვები და ვამზადებთ შესაბამის ფორმატებს. ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც მუდმივ კონტაქტზე არიან ახლა. იქნება უსაფრთხოების გარანტიები.

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს მათი მონდომებისა და მხარდაჭერისთვის. უკრაინა გრძნობს ამ ძალას. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშვიდობისკენ მიმავალი გზა რეალობად ვაქციოთ - პარტნიორობის, უსაფრთხოების გარანტიების და უკრაინელი ხალხის გამბედაობის მეშვეობით," - წერს ზელენსკი. 

მსგავსი სიახლეები